საფრანგეთის საელჩოს პრემია ადამიანის უფლებების დარგში 2022: იწყება კანდიდატურების მიღება კრიზისულ სიტუაციაში ქალთა ავტონომიის გაძლიერების თემაზე.
საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პრემია ადამიანის უფლებების დარგში შეიქმნა ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობისთვის მოღვაწე ადგილობრივი ორგანიზაციების დასაჯილდოებლად. საფრანგეთს სურს, ამგვარად დაუჭიროს მხარი საქართველოში ფუნდამენტური უფლებების დამცველებს.
წელს, საქართველოში საფრანგეთის საელჩო 2022 წლის ადამიანის უფლებების პრემიას უძღვნის პროექტებს, რომლებიც აძლიერებენ ქალების ავტონომიას კრიზისულ სიტუაციებში, იქნება ეს კლიმატურ, გარემოსდაცვით, ეკონომიკურ, სოციალურ საკითხებთან თუ კონფლიქტებთან დაკავშირებული.
კრიზისები განსაკუთრებით ეხება ქალებსა და გოგონებს, რომლებიც სექსისტური და სექსუალური ძალადობის ზრდისა და ჯანმრთელობის დაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის სიმცირის მსხვერპლი ხდებიან. დაბრკოლებების წინაშე, რომლებიც მათი ადაპტაციის უნარს ზღუდავს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქალთა ავტონომიისა და მათი პასუხისმგებლობის გაძლიერებას, რათა მხარი დავუჭიროთ მათ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით გამოწვევებზე ადაპტირებული საარსებო სტარტეგიების შემუშავებაში.
აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით, საქართველოში საფრანგეთის საელჩო მოხარულია, გაუწყოთ ადამიანის უფლებების პრემიის მეექვსე გამოშვების დაწყების შესახებ. პრემიის გადაცემა მოხდება 2022 წლის ივნისში 2000 ევროს ოდენობის თანხასთან ერთად.
ნებისმიერ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას ვიწვევთ, წარმოადგინოს 2022 წელს შერჩეულ თემასთან დაკავშირებული ერთი ან რამდენიმე განსახორციელებელი ქმედება:
განაცხადები უნდა შეივსოს ქართულად და აუცილებლად ფრანგულად ან ინგლისურად, თანდართული ანკეტის საფუძველზე. ისინი უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფოსტით არაუგვიანეს 2022 წლის 29 ივნისისა (23:59სთ), შემდეგ მისამართზე: leonora.fund@diplomatie.gouv.fr
წყარო: საფრანგეთის საელჩოს გვერდი სოციალურ ქსელში