en
ge

უნარ-ჩვევებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამა

განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმა (DEP) აგრძელებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მხარდაჭერას და მათ იწვევს პროფესიული გადამზადების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

პროგრამა ორი ეტაპისგან შედგება:

1. უნარ-ჩვევების გაძლიერების ეტაპზე, მონაწილეები გაივლიან შემდეგ მოდულებს:

  • მცირე ბიზნესგეგმის შემუშავება
  • პროექტის წერა
  • რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის შედგენა
  • სამუშაოს ძიების უნარები

2. მეორე ეტაპზე მონაწილეები გაივლიან პროფესიული გადამზადების კურსს, სასურველი მიმართულებით

თუ გსურთ მონაწილეობის მიღება, გთხოვთ, შეავსეთ რეგისტრაციის ფორმა ბმულზე...

წინამდებარე მოწვევა ცხადდება პროგრამის ფარგლებში „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში