en
ge

ტრენინგი იურისტებისთვის – პრეცედენტული გადაწყვეტილებები გაუპატიურების დანაშაულზე

„საფარი“ იწყებს მონაწილეთა შერჩევას ონლაინ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად. ტრენინგის თემაა საერთაშორისო პრეცედენტული გადაწყვეტილებები გაუპატიურების დანაშაულზე.

ტრენინგს გაუძღვება „საფარის“ აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია. მონაწილეობა შეუძლიათ მოქმედ ადვოკატებს. უპირატესობა მიენიჭებათ მათ, ვისაც აქვს ამგვარი ტიპის საქმეებზე და ზოგადად, ძალადობის მსხვერპლ ქალებთან მუშაობის გამოცდილება.

ტრენინგი ჩატარდება ორშაბათს, 11 ივლისს. დღის წესრიგსა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია გაეგზავნებათ შერჩეულ მონაწილეებს.

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე (CV), მოკლე სამოტივაციო წერილთან ერთად (რატომ ხართ დაინტერესებული ამ თემით და როგორ გამოიყენებთ მიღებულ ინფორმაციას სამომავლოდ) უნდა გაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: unionsapari@gmail.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ „ტრენინგი იურისტებისთვის“.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე unionsapari@gmail.com ან დაგვირეკეთ ნომერზე – 598856333;

ტრენინგი ტარდება პროექტის „სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში, ნორვეგიის საელჩოს მხარდაჭერით.

წყარო: sapari.ge