en
ge

ფემინისტური ადვოკატირების გრანტები

ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს კონკურსს ფემინისტური ადვოკატირების გრანტებზე. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია „ღია საზოგადოების ფონდი“.

საგრანტო კონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც გულისხმობს ქალთა ორგანიზაციების და ჯგუფების შესაძლებლობების განვითარებას, ფემინისტურ ადვოკატირებას და ლობირებას, ადგილობრივ ხელისუფლებასთან მუშაობასა და გენდერული ბიუჯეტის საკითხებს.

აპლიკანტებს შეუძლიათ, ოთხი ჩამოთვლილი პრიორიტეტიდან ერთ-ერთ თემატიკაზე შემოიტანონ პროექტი:

შრომითი უფლებები და ქალთა უფლებები

ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვა (სრჯუ)

ქალთა უფლებები და გარემოსდაცვითი სამართლიანობა

რეაგირება ანტი-გენდერული მოძრაობების საპასუხოდ

უპირატესობა მიენიჭება სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებულ ინიციატივებს.

წყარო: www.womenfundgeorgia.org