„ხიდი სოციალური ინკლუზიისათვის“ მისიაა ხარისხიანი მომსახურებების შექმნა მაღალკვალიფიციური სხვადასხვა დისციპლინის სპეციალისტთა გუნდის მიერ განვითარების რისკის, შეზღუდული ან/და დამატებითი საჭიროების მქონე ბავშვების/მოზარდების განვითარებისა და განათლების, მათი სოციალური ინკლუზიისა და ოჯახების კეთილდღეობისათვის.
ქვეყანაში საგანმანათლებლო და კვლევითი პროცესების მხარდაჭერა სასერტიფიკაციო კურსების შემუშავება-განხორციელების გზითა თუ აკადემიური პროგრამების განვითარების ხელშეწყობით. სისტემური ცვლილებების განხორციელება ქვეყანაში საზოგადოების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფით. ამჟამად ორგანიზაცია ემსახურება 300-მდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე სხვადასხვა ასაკის ბავშვსა თუ მათ მშობლებს.
„ხიდი სოციალური ინკლუზიისათვის“ აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა ფსიქოლოგის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქუთაისი
ანაზღაურება: განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის და კვალიფიკაციის მიხედვით, რომელიც ზრდადია კვალიფიკაციის ზრდის პარალელურად
სამუშაო განაკვეთი: სრული (ინდივიდუალური გრაფიკი)
წყარო: jobs.ge