პროექტის - ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობა სოფლის განვითარებისათვის (ADA-SFMRD) ძირითადი მიზანია წვლილის შეტანა სოფლად სიღარიბის აღმოფხვრასა და საქართველოს მთავრობის მიერ მდგრადი განვითარების მიზნების (SDG), ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილისა (NDC) და საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების (EU-AA) ფარგლებში მდგრადი "მწვანე" განვითარების კუთხით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.
პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტია მხარი დაუჭიროს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ტყის რესურსების მდგრადი გამოყენების, მათ შორის, ტყის რეკრეაციული და ტურისტული პოტენციალი გამოყენების გზით დამატებითი შემოსავალის მიღებაში.
აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში პროექტი კახეთის რეგიონში გეგმავს ხელი შეუწყოს სოფ. კისისხევს (თელავის მუნიციპალიტეტი) ტურისტული პოტენციალის განვითარებას და ამ გზით, ხელი შეუწყოს ადგილობრივ მეწარმეებს დამატებითი შემოსავლების გაჩენაში.
დეტალური ინფორმაცია, გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით, გთხოვთ, იხილოთ ბმულზე...
დაინტერესებულ პირებს წინადადების გამოგზავნა შეუძლიათ 2022 წლის 19 ივლისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: levan.gagoshvili@cenn.org
CC: Vakho.kochoradze@cenn.org
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ შემდეგი: Kakheti Trails Project.
წყარო: jobs.ge