„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) აცხადებს მიღებას ორდღიან საზაფხულო ბანაკში - „ინფორმაციული უსაფრთხოება დემოკრატიული არჩევნებისთვის“.
საზაფხულო ბანაკი დაფინანსებულია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ.
ბანაკი მიზნად ისახავს სოციალურ მედიაში მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანიებისა და საფრთხისშემცველი საინფორმაციო ოპერაციების შესახებ ახალგაზრდა ამომრჩევლებში ცნობიერების ამაღლებას.
ბანაკის თარიღი: 23-25 ივლისი, 2022
ადგილი: ბულაჩაურის მწვანე ცენტრი
ბანაკი უფასოა და მასთან დაკავშირებული ხარჯები სრულად უზრუნველყოფილია ორგანიზაციის მიერ (კვება, ტრანსპორტირება, განთავსება)
ბანაკში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ჯგუფების წარმომადგენლებს, სტუდენტებსა და აქტივისტებს. ბანაკის ფარგლებში შეირჩევა 25 მონაწილე. მონაწილეობა შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს 18-დან 25 წლამდე. უპირატესობა მიენიჭება საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს.
წყარო: jobs.ge