ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ილუსტრაციების კონკურსს თემაზე - „ომის მეხსიერება ქალაქში“.
კონკურსის მიზანია 2008 წლის ომთან დაკავშირებით, შიდა ქართლში, ახალგაზრდა თაობის მეხსიერებისა და ემოციების გაზიარების საშუალებით, ზოგადი ცნობიერების ამაღლება.
გამარჯვებული ილუსტრაციის საფუძველზე შეიქმნება გრაფიტი, რომელიც განთავსდება ქალაქ გორში.
ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 15 ივლისი.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ გორში ან გორის რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს.
წყარო: idfi.ge