en
ge

პროექტი „მესტუმრე“ მოხალისეებს ეძებს

თუ ხარ 17 წლის ან მეტის და ფიქრობ, რომ შეგიძლია სხვების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალო, ან თუნდაც გაქვს სურვილი თავისუფალი დრო ნაყოფიერად გაატარო - ეს პროექტი შენთვისაა! პროექტი მესტუმრე • Mestumre მიზნად ისახავს კვირაში ერთხელ, ერთი საათის განმავლობაში, მოხუცთა პანსიონებში მცხოვრებ მოხუცებულებს მისცეს ახალგაზრდებთან რეგულარული, სოციალური ინტერაქციისა და სასიამოვნო საქმიანობით დაკავების შესაძლებლობა.

შერჩეული მოხალისეები დატრენინგდებიან მაკ ჯორჯიას გუნდის მიერ და აღიჭურვებიან იმ საჭირო ცოდნით და უნარებით, რაც ექვსი თვის განმავლობაში დაეხმარებათ მოხუცებთან ურთიერთობაში. 

კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, პროექტი მიმდინარეობს ჰიბრიდულ რეჟიმში.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში