en
ge

ტენდერი საკონფერენციო მომსახურების შესყიდვაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, მიმდინარე წლის 27 ივლისს გეგმავს ღონისძიების, კერძოდ გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრთა საერთო კრების ორგანიზებას. ღონისძიება გაიმართება ქალაქ თბილისში და მასში მონაწილე პირებისთვის საჭიროა საკონფერენციო სივრცითა და კვებით უზრუნველყოფა.

ღონისძიების დეტალები:

  • სტუმრების რაოდენობა - 100 სტუმარი
  • წყობა - თეატრალური
  • კვება (100 სტუმრისთვის).

წყარო: jobs.ge