არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" აცხადებს კონკურსს მოქმედი ჟურნალისტებისათვის- "ბავშვი და მართლმსაჯულება", პროექტ "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ეროვნული უმცირესობების თემებში" ფარგლებში.
კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს მედიის წარმომადგენლების ინტერესის გაზრდასა და ინფორმირებულობას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე, საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებასა და ინფორმაციის გავრცელების შესაბამისი სტანდარტების დანერგვას. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოქმედ ტელე, რადიო, ბეჭდურ და ინტერნეტმედიაში მომუშავე ჟურნალისტებს.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
მონაწილეობის მსურველმა ჟურნალისტმა 2013 წლის 15 ნოემბრამდე უნდა წარმოადგინოს თავის მიერ მომზადებული მედიამასალა:
** ტელე-რეპორტაჟის ლინკი (ატვირთული youtube.com; მითითებით, თუ როდის და რომელ არხზე გავიდა);
** სტატიის დასკანერებული ვერსია (გაზეთის ნომრისა და თარიღის მითითებით);
** რადიო გადაცემის ჩანაწერი (თარიღისა და დროის მითითებით);
** ინტერნეტ მედიაში გაშუქებული სტატიის ლინკი.
"სიდა" იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში გამოაქვეყნოს და გაავრცელოს მედიამასალა, ავტორის სახელისა და გვარის მითითებით. საუკეთესო საკონკურსო ნამუშევარი განთავსდება ვებგვერდზე და გამოქვეყნდება "სიდას" ყოველთვიურ ნიუსლეთერში.
საუკეთესო მედიამასალის გამოვლენის კრიტერიუმები:
კონკურსზე წარმოდგენილი მასალა შეფასდება ქულობრივი სისტემით (თითო პუნქტი, მაქსიმალური 10 ქულა) წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით:
** სტატიის/სიუჟეტის მიუკერძოებლობა და ყველა მხარის პოზიციის წარმოჩენა;
** წარდგენილი საკონკურსო სტატიის ან სატელევიზიო სიუჟეტის რეალისტურობა და პრობლემის მკაფიოდ გაშუქება;
** ნამუშევრის კრეატიულობა და ინოვაციურობა;
** სტრუქტურა, გაშუქების სტილი;
** ჟურნალისტური ეთიკისა და სტანდარტების დაცვა.
კონკურსში წარმოდგენილ მასალას შეაფასებს ჟიური, რომელიც დაკომპლექტდება ევროკავშირის, იუსტიციის სამინისტროს, პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და "სიდას" წარმომადგენლებით.
ჯილდო:
განიხილება ყველა სტატია და რეპორტაჟი, რომელიც კონკურსის მოთხოვნის სრული დაცვით იქნება წარმოდგენილი. დაჯილდოვდება სამი საუკეთესო სიუჟეტის ავტორი:
I ადგილი-800 ლარი;
II ადგილი-500 ლარი;
III ადგილი-300 ლარი.
სამოქალაქო განვითარების სააგენტო "სიდა" სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების პოპულარიზაციას, დაცვასა და განხორციელებას, როგორც სერვისების პირდაპირი მიწოდებით, ასევე - პრობლემათა გადაწყვეტით დაინტერესებული ჯგუფების შესაძლებლობებისა და კავშირების განვითარებით.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში "სიდა" მოღვაწეობს 2011 წლიდან და ახორციელებს პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში ინტერგაციას. პროექტი "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა ქვემო ქართლისა და სამხცხე-ჯავახეთის ეროვნული უმცირესობების თემებში" ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.
წყარო:jobs.ge