en
ge

ენერგოეფექტური სახალხო გამოგონებების კონკურსი

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სწრაფი განვითარების ლაბორატორია აცხადებს კონკურსს „ენერგოეფექტური სახალხო გამოგონებები“.   

წლევანდელი კონკურსის მიზანია ისეთი იდეების მოძიება და პოპულარიზაცია, რომლებიც ამცირებენ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას და ხელს უწყობენ განახლებად ენერგიაზე გადასვლას. ასეთი გამოგონებების რიცხვს მიეკუთვნება განახლებადი ენერგიის გამოყენება გასათბობად თუ საჭმლის მოსამზადებლად, ენერგიის დაზოგვის სხვადასხვა ხერხი, ენერგიის მოხმარების მონიტორინგის უკეთესი მეთოდები, უფრო ეფექტური ან ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე ხელსაწყოები და სხვა.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება სახალხო გამოგონებები და მიგნებები, რომლებიც ადამიანებმა სხვადასხვა ყოფითი საჭიროების დასაკმაყოფილებლად შექმნეს და ამისთვის      ადგილობრივად ხელმისაწვდომი ცოდნა, რესურსები და ხელსაწყოები გამოიყენეს. ასეთი გამოგონება შეიძლება იყოს როგორც ახალი ხელსაწყო ან ნივთი, ასევე, მომსახურება ან საქმიანობა.

წყარო: www.undp.org