en
ge

მწვანე და სოციალური მეწარმეობის რეგიონული იდეათონი - „გარდაქმენი გამოწვევა შესაძლებლობად“

18-29 ივლისს, CENN-ის ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაიმართება პირველი მწვანე და სოციალური მეწარმეობის რეგიონული იდეათონი - „გარდაქმენი გამოწვევა შესაძლებლობად“.

იდეათონის მიზანია, საქართველოსა და სომხეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრა სამეწარმეო გზით.

ღონისძიება მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

1. პირველადი იდეის წარდგენა;

2. სამეწარმეო და გარემოსდაცვითი ტრენინგმოდული;

3. მენტორინგი;

4. დემო დღე.

გამარჯვებული მონაწილეები დაჯილდოვდებიან 1000, 800 და 600-ლარიანი საპრიზო ფონდით, რომლის გამოყენებასაც ისინი თავიანთი იდეის განსახორციელებლად შეძლებენ.

შეხვედრების ბოლოს მონაწილეებს საშუალება ექნებათ, თავიანთი ბიზნესმოდელები მოწვეულ მენტორების დახმარებით დახვეწონ და სფეროს ექსპერტებისგან პრაქტიკული რჩევები მიიღონ.

იდეათონში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სამეწარმეო იდეის პირველადი განაცხადი.

განაცხადის ფორმა იხილეთ აქ...

იდეათონში წარდგენილი ბიზნესიდეის თემატური მიმართულებებია:

  • ნარჩენების მართვა;
  • კლიმატის ცვლილება;
  • განახლებადი ენერგიები;
  • კლიმატგონივრული ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობაში;
  • NEET ახალგაზრდების გაძლიერება;
  • ახალგაზრდების არაფორმალური განათლება;
  • ახალგაზრდების დასაქმება.

იდეათონში რეგისტრაცია შესაძლებელია 2022 წლის 12 ივლისის ჩათვლით შემდეგ ბმულზე...

მწვანე და სოციალური მეწარმეობის რეგიონული იდეათონი ორგანიზებულია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი, CENN-ის მიმდინარე პროექტების “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის”, რომელიც ხორციელდება პარტნიორ ორგანიზაციებთან KRDF (საქართველო) და Green Lane NGO (სომხეთი) ერთად და „საქართველოს კლიმატის პროგრამის“ ფარგლებში, KRDF-თან, ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით.

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში