en
ge

საგრანტო კონკურსი სოციალური საწარმოებისთვის

საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) აცხადებს საგრანტო კონკურსს შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოებისთვის (WISE).

საგრანტო კონკურსის მიზანია, შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოების განვითარების მხარდაჭერა, შრომის ბაზარზე ნაკლებად კონკურენტული, მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგნელების ეფექტური დასაქმების და ინტეგრაციის მიზნით.

საგრანტო კონკურსის სამიზნე რეგიონები: გურია, კახეთი, ქვემო ქართლი.

შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოს განსავითარებლად მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 14 000 ევროს.

წყარო: jobs.ge