2022 წლის 28-29 ოქტომბერს ასოციაცია „ჰერა XXI“ ესტონეთის სექსუალური ჯანმრთელობის ასოციაცია „Eesti Seksuaaltervise” თანამშრომლობის ფარგლებში მართავს ტრენინგს მოქმედი ოჯახის/სოფლის ექიმებისთვის.
ტრენინგის მიზანია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების – ოჯახის/სოფლის ექიმების ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაძლიერება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებისა და პროგრამების შესახებ და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა – როგორ ჩავატაროთ უკეთესი კონსულტაცია ახალგაზრდებისთვის?
ტრენინგს წარუძღვებიან ესტონეთიდან მოწვეული ექსპერტ-ტრენერები.
ტრენინგი გაიმართება სასტუმრო „სევსამორაში”. მონაწილეთა ტრანსპორტირებასა და განთავსებას უზრუნველყოფს ასოციაცია “ჰერა XXI”.
განაცხადის შევსების ბოლო ვადა: 5 აგვისტო.
დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს...
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: xxihera@gmail.com
წყარო: hera-youth.ge