en
ge

ბიზნეს ლაბორატორია

ორგანიზაცია „ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“ (AFAD) გაეროს განვითარების პროგრამის და შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების  სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „პროფესიული განათლების და ექსტენციის სისტემების მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ქმნის სოციალურ საწარმოს „ბიზნეს ლაბორატორია“.

სოციალური საწარმოს მიზანია: წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილი და ადგილობრივი სოციალურად მოწყვლადი, ხელსაქმის ტექნიკებში უკვე გამოცდილი ახალგაზრდა ქალებისთვის ბიზნეს საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება სასწავლო პლატფორმა, სადაც ახალგაზრდა ქალები სხვადასხვა შემსწავლელი კურსების საშუალებით შეძლებენ ბიზნეს უნარების განვითარებას პროდუქციის შექმნის და გაყიდვების სფეროში.

ახალგაზრდა ქალები საწარმოში გაივლიან ტრენინგებს თემებზე: ბიზნეს უნარები, სხვადასხვა ხელსაქმე, სოციალური მედია, ციფრული მარკეტინგი.

რეგისტრაცია...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში