არასამთავრობო ორგანიზაცია "სტუდენტური კლუბი სოციალური კეთილდღეობისთვის", პროექტის "დისკრიმინაციული გარემოს კვლევა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში" ფარგლებში, აცხადებს ერთდღიან ტრეინინგს და კონკურსს ბლოგერებისთვის და ჟურნალისტებისთვის, შემდეგ თემებზე: აივ-შიდსი, C ჰეპატიტი, ნარკო მოხმარება, LGBT საკითხები და ადამიანის უფლებები.
ტრეინინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ CV და სტატია ზემოთ აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით, რომელიც განთავსებული იქნება პირად ბლოგებზე ან სხვა ბეჭდურ მედიაში. ტრეინინგის შემდეგ მონაწილეებს ევალებათ საკონკურსო სტატიის დაწერა, რომელიც განთავსებული იქნება პირად ბლოგზე ან სხვა ბეჭდურ მედია საშუალებებში.
კომისია გამოავლენს 3 საუკეთესო სტატიას.
საპრიზო ფონდი საუკეთესო სტატიებისთვის:
I ადგილი - 100 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში და წიგნების მაღაზია "ბიბლუსის" ვაუჩერი 40 ლარის ოდენობით.
II ადგილი - 60 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში და წიგნების მაღაზია "ბიბლუსის" ვაუჩერი 50 ლარის ოდენობით.
III ადგილი - 40 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში და წიგნების მაღაზია "ბიბლუსის" ვაუჩერი 70 ლარის ოდენობით.
ტრეინინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატი.
ტრეინინგი ჩატარების დრო და ადგილი: 12 ოქტომბერი, 10.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე, თბილისი, დოისეს ქ. 16.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ელფოსტა: landguladze@live.com
Facebook: https://www.facebook.com/Studentsclub.SCSW
გთხოვთ, CV და სტატია გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: landguladze@live.com
განცხადებების მიღების საბოლოო ვადაა 2013 წლის 10 ოქტომბერი, 18 სთ.
დავუკავშირდებით მხოლოდ ტრეინინგისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
პროექტი დაფინასებულია "ღია საზოგადოების ინსტიტუტის" მიერ.
ბლოგერებისა და ჟურნალისტების თანადამფინანსებელია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "მსოფლიო ექიმები - საფრანგეთი", საქართველოს წარმომადგენლობა.
წყარო:jobs.ge