ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia) ხონის მუნიციპალიტეტში იწყებს ახალგაზრდული კლუბის წევრების შერჩევას.
თუ:
ხარ ხონის მუნიციპალიტეტიდან
ხარ 16 წლიდან - 29 წლამდე ახალგაზრდა
ხარ სიახლეების მოყვარული
გსურს გაიღრმავო ცოდნა სამოქალაქო საზოგადოებისა და მოხალისეობის შესახებ, მაშინ მიყევი ბმულს, გაიარე რეგისტრაცია და შემოგვიერთდი.
კლუბის მიზანია ახალგაზრდების/სტუდენტების განწყობების შეცვლა და მოხალისეობის პოპულარიზაცია, აგრეთვე მათი ინტერესის გაზრდა სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების მიმართ.
გაიცემა სერთიფიკატი!
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 25 ივლისი.
კლუბი შექმნილია პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში