საქართველოში მეწარმე ქალებისთვის პირველი ფართომასშტაბიანი გამოფენა - გაყიდვის - EXPO 2022 - აპლიკაციების მიღება დაიწყო.
EXPO 2022 მისცემს მეწარმე ქალებს საშუალებას წარმოაჩინონ თავიანთი ბიზნესი, შეუერთდნენ სემინარებს და განავითარონ უნარები, მიიღონ წვდომა ბიზნეს ინსტრუმენტებზე, ჩაერთონ მენტორობის პროგრამაში, შეხვდნენ ინვესტორებს და დაამყარონ ახალი კავშირები. EXPO 2022 ის ქართველი მონაწილეები შემდგომში შეუერთდებიან ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით ორგანიზებულ ვირტუალურ ექსპოს.
რეგისტრაცია გახსნილია იმ უკრაინელი მეწარმე ქალებისთვის, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან.
რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ აირჩიოთ ქართული ენა.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში