en
ge

ადმინისტრაციული ასისტენტი

გერმანიის ფედერალური საგარეო ოფისის მხარდაჭერითა და „გლობალ პროჯექთ პარტნერსთან“ თანამშრომლობით საზოგადოებრივი მოძრაობა „მწვანეები“ იწყებს გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით ახალ 6-თვიან პროექტს „Future Changemakers for the better futue”. პროექტი მიზნად ისახავს ზოგადი განათლების სფეროში კლასგარეშე აქტივობების ფორმით კლიმატისა და ეკოლოგიის საკითხების ინტეგრირებას სასწავლო პროცესში. პროექტის ფარგლებში აქტივისტებისა და პედაგოგებისათვის იგეგმება კლიმატისა და ეკოლოგიის საკითხებზე ტრენინგების ჩატარება, კლასგარეშე კურიკულუმების შემუშავება სკოლებისათვის, ჰაკათონის ორგანიზება კლიმატის ცვლილებაზე. პროექტი პარალელურად ხორციელდება საქართველოსა და უკრაინაში. 

„საზოგადოებრივი მოძრაობა მწვანეები წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ გაერთიანებას 2008 წლიდან, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ეკოლოგიური, სოციალური და დემოკრატიული პოლიტიკური კურსის დანერგვასა და გატარებას.

ორგანიზაციის ამოცანებს წარმოადგენს გარემოსდაცვითი, კლიმატური, ეკონომიკური და სოციალური სამართლიანობისათვის ბრძოლა, ეკოლოგიური, დემოკრატიული და სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა, დეცენტრალიზაციისა და რეგიონალური განვითარების ხელშეწყობა, ეკოლოგიურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, საქართველოს სრული დეკარბონიზაცია და განახლებად ენერგიებზე ტრანზიცია“.

პროექტის განხორციელებისათვის მწვანეები ეძებს ადმინისტრაციულ ასისტენტს:


ადმინისტრაციული ასისტენტის უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • პროექტის ლოგისტიკასთან და ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული ყველა საკითხის მაღალ დონეზე უზრუნველყოფა
  • პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ტექნიკური უზრუნველყოფა - ტრენინგის სივრცის (სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზი და ა.შ.) დაქირავება, მონაწილეთა ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, საჭირო მატერიალების შეკვეთა და შესყიდვა ფინანსურ მენეჯერთან აქტიური კოლაბორაციით
  • პროექტის მენეჯერის ადმინისტრაციული მხარდაჭერა
  • პროექტის მონაწილეებთან და ტრენერებთან სატელეფონო და იმეილ-კომუნიკაციის განხორციელება პროექტის მენეჯერის დავალებების შესაბამისად
  • პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ფიზიკური და ონლაინ-ღონისძიებების ადმინისტრაციული და ტექნიკურ ხასიათის გამართულობაზე პასუხისმგებლობა
  • პროექტის გუნდის დახმარება სხვადასხვა ადმინისტრაციული აქტივობებსა და პროცესების წარმართვაში
  • შესყიდვების ფარგლებში საჭირო დოკუმენტაციების დაფაილება, დაარქივება და მოწესრიგება
  • სხვა ადმინისტრაციული საკითხების გადაწყვეტა


უნარები და გამოცდილება:

  • ოფის-მენეჯერის ან ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • დროის ეფექტური განაწილების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • Excel-ის და Word-ის პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
  • ეფექტური ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი;


სამუშაო დატვირთვა და ანაზღაურება: 260 ევრო თვეში gross, დატვირთვა 50 %. 


სასურველია კანდიდატს საპროექტო ამოცანების გარდა, ასევე ჰქონდეს მწვანეების ზოგად აქტივობებში ჩართულობის სურვილი, უპირატესობა მიენიჭებათ სწორედ ამგვარ კანდიდატებს, რომელთათვისაც მწვანე და ეკოლოგიურ საკითხებზე ზრუნვა იქნება პრიორიტეტული.

ადმინისტრაციული ასისტენტი დასაქმდება 2022 წლის დეკემბრამდე, პოზიტიური თანამშრომლობის გამოცდილების შემთხვევაში მწვანეების ბორდი განიხილავს შემდგომ თანამშრომლობას ორგანიზაციის რესურსებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

გთხოვთ დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე მოგვაწოდოთ არაუგვიანეს 1 აგვისტოს (18:00) იმეილ-მისამართზე committee@mtsvaneebi.ge. აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება subject ველში. პოზიციაზე კადრის დასაქმებას განვიხილავთ Asap.

გისურვებთ წარმატებას!