en
ge

პროექტის მენეჯერი

გერმანიის ფედერალური საგარეო ოფისის მხარდაჭერითა და „გლობალ პროჯექთ პარტნერსთან“ თანამშრომლობით საზოგადოებრივი მოძრაობა „მწვანეები“ იწყებს გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით ახალ 6-თვიან პროექტს „Future Changemakers for the better futue”. პროექტი მიზნად ისახავს ზოგადი განათლების სფეროში კლასგარეშე აქტივობების ფორმით კლიმატისა და ეკოლოგიის საკითხების ინტეგრირებას სასწავლო პროცესში. პროექტის ფარგლებში აქტივისტებისა და პედაგოგებისათვის იგეგმება კლიმატისა და ეკოლოგიის საკითხებზე ტრენინგების ჩატარება, კლასგარეშე კურიკულუმების შემუშავება სკოლებისათვის, ჰაკათონის ორგანიზება კლიმატის ცვლილებაზე. პროექტი პარალელურად ხორციელდება საქართველოსა და უკრაინაში. 

„საზოგადოებრივი მოძრაობა მწვანეები წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ გაერთიანებას 2008 წლიდან, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ეკოლოგიური, სოციალური და დემოკრატიული პოლიტიკური კურსის დანერგვასა და გატარებას.

ორგანიზაციის ამოცანებს წარმოადგენს გარემოსდაცვითი, კლიმატური, ეკონომიკური და სოციალური სამართლიანობისათვის ბრძოლა, ეკოლოგიური, დემოკრატიული და სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა, დეცენტრალიზაციისა და რეგიონალური განვითარების ხელშეწყობა, ეკოლოგიურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, საქართველოს სრული დეკარბონიზაცია და განახლებად ენერგიებზე ტრანზიცია“.

პროექტის განხორციელებისათვის მწვანეები ეძებს პროექტის მენეჯერს, რომელიც პროექტის მენეჯმენტთან ერთად დაინტერესებულია მწვანეებში ზოგადად საქმიანობით და ჩართულობით: 


მენეჯერის უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • პროექტის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების და აქტივობების შინაარსობრივი დღის წესრიგის დაგეგმვა, მართვა და განსაზღვრა პროექტის კოორდინატორთან ანგარიშგებით და კოორდინაციით
  • პროექტის ფარგლებში დაქირავებული ტრენერების, ექსპერტებისა და პროექტის მონაწილეების შერჩევის უზრუნველყოფა და მათთან მუდმივი კომუნიკაცია ადმინისტრაციულ ასისტენტის  მხარდაჭერით
  • პროექტის ნარატიული ანგარიშის მომზადება ყოველ 6 კვირაში დონორის დაწესებული ფორმების მიხედვით
  • პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების და აქტივობების ეფექტური მართვა და ზედამხედველობა 
  • პროექტის კოორდინატორისა და გენერალური მდივნის სხვა დავალებების შესრულება საჭიროების შემთხვევაში


უნარები და გამოცდილება:

  • დროის ეფექტური განაწილების უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • მოწესრიგებულობა და დისციპლინირების მაღალი უნარები


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება სასურველია სამოქალაქო სექტორში ან მენეჯმენტის მიმართულებით
  • მინიმუმ საბაკალავრო განათლება სოციალური ან ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (სასურველია)
  • ინგლისური ენის კარგად ცოდნა - აუცილებელი.
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა
  • სასურველია გარემოსდაცვითი და კლიმატის საკითხების საბაზისო ცოდნა (არასავალდებულო)
  • სასურველია კანდიდატს საპროექტო ამოცანების გარდა, ასევე ჰქონდეს მწვანეების ზოგად აქტივობებში ჩართულობის სურვილი, უპირატესობა მიენიჭებათ სწორედ ამგვარ კანდიდატებს, რომელთათვისაც მწვანე და ეკოლოგიურ საკითხებზე ზრუნვა იქნება პრიორიტეტული.

სამუშაო დატვირთვა და ანაზღაურება: 300 ევრო თვეში gross, სამუშაო დატვირთვა 60 %. 

მენეჯერი დასაქმდება 2022 წლის დეკემბრამდე, პოზიტიური თანამშრომლობის გამოცდილების შემთხვევაში მწვანეების ბორდი განიხილავს შემდგომ თანამშრომლობას ორგანიზაციის რესურსებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე. 

გთხოვთ დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე მოგვაწოდოთ არაუგვიანეს 1 აგვისტოს 18:00-ისა შემდეგ იმეილ-მისამართზე committee@mtsvaneebi.ge. აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება subject ველში.პოზიციაზე კადრის დასაქმებას განვიხილავთ Asap. 

გისურვებთ წარმატებას!