en
ge

პროექტის კოორდინატორი

გერმანიის ფედერალური საგარეო ოფისის მხარდაჭერითა და „გლობალ პროჯექთ პარტნერსთან“ თანამშრომლობით საზოგადოებრივი მოძრაობა „მწვანეები“ იწყებს გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით ახალ 6-თვიან პროექტს „Future Changemakers for the better futue”. პროექტი მიზნად ისახავს ზოგადი განათლების სფეროში კლასგარეშე აქტივობების ფორმით კლიმატისა და ეკოლოგიის საკითხების ინტეგრირებას სასწავლო პროცესში. პროექტის ფარგლებში აქტივისტებისა და პედაგოგებისათვის იგეგმება კლიმატისა და ეკოლოგიის საკითხებზე ტრენინგების ჩატარება, კლასგარეშე კურიკულუმების შემუშავება სკოლებისათვის, ჰაკათონის ორგანიზება კლიმატის ცვლილებაზე. პროექტი პარალელურად ხორციელდება საქართველოსა და უკრაინაში.

„საზოგადოებრივი მოძრაობა მწვანეები წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ გაერთიანებას 2008 წლიდან, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ეკოლოგიური, სოციალური და დემოკრატიული პოლიტიკური კურსის დანერგვასა და გატარებას.

ორგანიზაციის ამოცანებს წარმოადგენს გარემოსდაცვითი, კლიმატური, ეკონომიკური და სოციალური სამართლიანობისათვის ბრძოლა, ეკოლოგიური, დემოკრატიული და სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა, დეცენტრალიზაციისა და რეგიონალური განვითარების ხელშეწყობა, ეკოლოგიურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, საქართველოს სრული დეკარბონიზაცია და განახლებად ენერგიებზე ტრანზიცია“.

პროექტის განხორციელებისათვის მწვანეები ეძებს პროექტის კოორდინატორს.

პროექტის კოორდინატორის უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • პროექტის ზედამხედველობა, დავალებების განაწილება და შესრულების ეფექტური მონიტორინგი
  • პროექტის ინდიკატორების შესრულების მონიტორინგი და აღრიცხვა დონორის დაწესებული ფორმების შესაბამისად
  • პროექტის ბიუჯეტის კონტროლი
  • პროექტის აქტივობების დაგეგმვა და თაიმლაინის შემუშავება & კონტროლი
  • პროექტის მსვლელობის მონიტორინგი
  • პროექტის გუნდის დამოუკიდებელი მენეჯმენტი
  • პროექტის რისკების კონტროლი
  • პროექტის „სტეიკჰოლდერებთან“ კომუნიკაცია და გენერალურ მდივანთან ანგარიშგება მიმდინარეობის შესახებ


უნარები და გამოცდილება:

  • დაგეგმვისა და მართვის უნარი
  • შეფასებისა და მონიტორინგის გამოცდილება/უნარი
  • ორგანიზებულობისა და დისციპლინის მაღალი უნარი
  • დამოუკიდებელი მუშაობის უნარი 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება სასურველია სამოქალაქო სექტორში ან ადმინისტრირების მიმართულებით
  • მინიმუმ საბაკალავრო განათლება სოციალური ან ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (სასურველია)
  • ინგლისური ენის კარგად ცოდნა - აუცილებელი.
  • სასურველია გარემოსდაცვითი და კლიმატის საკითხების საბაზისო ცოდნა (არასავალდებულო)


სამუშაო დატვირთვა და ანაზღაურება: 375 ევრო თვეში gross, სამუშაო დატვირთვა 60 %. 

სასურველია კანდიდატს საპროექტო ამოცანების გარდა, ასევე ჰქონდეს მწვანეების ზოგად აქტივობებში ჩართულობის სურვილი, უპირატესობა მიენიჭებათ სწორედ ამგვარ კანდიდატებს, რომელთათვისაც მწვანე და ეკოლოგიურ საკითხებზე ზრუნვა იქნება პრიორიტეტული.

პროექტის კოორდინატორი დასაქმდება 2022 წლის დეკემბრამდე, პოზიტიური თანამშრომლობის გამოცდილების შემთხვევაში მწვანეების ბორდი განიხილავს შემდგომ თანამშრომლობას ორგანიზაციის რესურსებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე. 

გთხოვთ დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე მოგვაწოდოთ არაუგვიანეს 1 აგვისტოს (18:00) შემდეგ ემეილ-მისამართზე committee@mtsvaneebi.ge. აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება subject ველში. პოზიციაზე კადრის დასაქმებას განვიხილავთ Asap.  

გისურვებთ წარმატებას!