en
ge

ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურს ბლოგების/ვლოგების/ფოტო რეპორტაჟების შექმნისთვის

ქალთა საინფორმაციო ცენტრი პროექტის „ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-ს და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, აცხადებს კონკურსს ბლოგების/ვლოგების/ფოტო რეპორტაჟების შექმნისთვის.

პროექტი ხაშურის, ბოლნისის, ქედას, ზუგდიდის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება და მისი ძირითადი მიზანია გენდერული სამართლიანობის გაუმჯობესება საქართველოში ქალთა ლიდერობისა და პოლიტიკური მონაწილეობის სფეროებში.  

საინფორმაციო მასალა უნდა ეხებოდესშემდეგ თემებს:

•    ქალი პოლიტიკოსების წარმოჩენა ადგილობრივ დონეზე;

•    მუნიციპალურ დონეზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშემშლელი ფაქტორები და კარგი პრაქტიკები;

•    ნეგატიური გენდერული სტერეოტიპები; 

•    ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მავნე პრაქტიკები.

კრიტერიუმები, რომელსაც კონკურსში მონაწილეობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს:

•    ბლოგის ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს;

•    ვლოგები არ უნდა იყოს 2 წუთზე მეტი;

•    ფოტო რეპორტაჟებს უნდა ერთვოდეს ნარატიული აღწერილობები;

•    საინფორმაციო მასალები სპეციალურად ამ კონკურსისთვის უნდა იყოს მომზადებული და არ უდნა იყოს გამოქმეყნებული სხვა საინფორმაციო არხზე.

დაინტერესებულმა პირებმა კრიტერიუმების შესაბამისი პროდუქტი(ბლოგი) უნდა გაგზავნოს შემდეგ მეილებზე: wicge.org.11@gmail.com; mariam.dzagnidze@gmail.com; office@ginsc.net  

წყარო: ginsc.net