en
ge

ტრენინგ კურსი: ახალგაზრდული ჰაბი თავისუფლებისთვის

პროექტ „ახალგაზრდული ჰაბი თავისუფლებისთვის“ ფარგლებში, „თავისუფალი დემოკრატიული ინსტიტუტი“ (Free Democratic Institute), „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიის ოფისი“ (Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus) მხარდაჭერით, 22 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით მართავს ტრენინგ კურსს და გიწვევთ საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს (18-25) პროექტში „ახალგაზრდული ჰაბი თავისუფლებისთვის“ მონაწილეობისთვის.

8 დღე ცოდნის გასაღრმავებლად, დასასვენებლად და კავშირების გასამყარებლად - 3 დღე პანტიანში და 5 დღე თბილისში.

პროექტის მომხსენებლები იქნებიან ქართველი პოლიტიკოსები, ექსპერტები და პროფესორები.

პროექტი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა:

  • ლიბერალური დემოკრატია & ლიბერალური ღირებულებები
  • ადამიანის უფლებები & ძირითადი თავისუფლებები
  • უმცირესობების უფლებები
  • აქტიური მოქალაქეობა და ჩართულობის მექანიზმები
  • სტრატეგიული კომუნიკაციები
  • ქვეყნის ეკონომიკური განვითარება
  • საქართველოს საგარეო პოლიტიკა
  • ნატო-საქართველოს ურთიერთობები და პერსპექტივები
  • ქვეყნის უსაფრთხოება და გამოწვევები
  • ტერორიზმის არსი, საფრთხეები და გამოწვევები

წყარო: jobs.ge