ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) „ორგანიზაციული მხარდაჭერის“ გრანტის ფარგლებში, აცხადებს მიღებას კორუფციასთან ბრძოლის უფასო სასერტიფიკატო პროგრამაზე.
პროგრამა განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში ავტორიზებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის, საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული პირებისთვის.
დაინტერესებულმა პირებმა, პროგრამაზე რეგისტრაციისთვის, გამოაგზავნეთ დოკუმენტაცია 2022 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში