en
ge

ოთხდღიანი სათემო ტრენინგი

„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი”, საერთაშორისო ორგანიზაციასთან „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველო“ თანამშრომლობით, გიწვევთ ოთხდღიან სათემო ტრენინგზე „ქალთა უფლებების ადვოკატირება“, რომელიც ჩატარდება 8, 9, 10, 11 სექტემბერს, ქუთაისში.

ტრენინგებში მონაწილეობა შეუძლია იმერეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ადამიანებს (პრიორიტეტი მიენიჭება ქალ მონაწილეებს), რომელთა მინიმალური ასაკი არის 18 წელი და სურთ ცვლილებების მოხდენა საკუთარ თემში ქალების, კაცების, გოგოებისა და ბიჭების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის.

ტრენინგის მონაწილეებისთვის გამოცხადდება საგრანტო კონკურსი (8000 ევროს ოდენობით), რის ფარგლებშიც დაფინანსდება ადგილობრივი ინიციატივები და პროექტები, რომლებიც ქალების ეკონომიკურ გაძლიერებასა და პოლიტიკურ მონაწილეობას შეუწყობს ხელს.

რეგისტრაციისთვის გახსენით ბმული...

სათემო ტრენინგები ჩატარდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ქალებისა და კაცების უნარების გაძლიერებისთვის, რათა საკუთარი პრიორიტეტების ინტეგრირებისთვის ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესსა და ბიუჯეტირებაში ჩართვა შეძლონ, გაიზარდოს თემში მცხოვრები ქალებისა და კაცების გენდერული მგრძნობელობა და ეკონომიკური დამოუკიდებლობა.

ტრენინგი ხორციელდება „ქალების ძალა - ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში