"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული "მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების" პროექტის ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიას თბილისის ოფისის იურისტის პოზიციაზე. იურისტი, ორგანიზაციის პროექტების მენეჯერისა და მთავარი იურისტის ხელმძღვანელობის ქვეშ, სრულ განაკვეთზე იმუშავებს.
ძირითადი მოვალეობებია:
** მოქალაქეებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა და მათი საჩივრების განხილვა;
** სასამართლო საქმეების მომზადება და შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დავების წარმოება;
** მოქალაქეებთან შეხვედრა, დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოპოვება, სარჩელებისა და საჩივრების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** საქმეებიდან გამომდინარე, დავის პროცედურების და შესაბამისი სამთავრობო ინსტიტუტების განსაზღვრა;
** საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა სახელმწიფო უწყებებიდან;
** არჩევნების პერიოდში სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობა;
** რეგიონებში მოგზაურობა, მოქალაქეებთან შეხვედრა და იურიდიული დახმარების აღმოჩენა.
კვალიფიკაცია:
** ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი სამართალში, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის კუთხით;
** კომუნიკაციისა და ორგანიზების გამორჩეული უნარი;
** იურიდიული დოკუმენტაციის შედგენის გამოცდილება;
** იურიდიული პრაქტიკის ან კვლევის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
** სასურველია ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
** გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი;
** Microsoft Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა;
** სასურველია კანდიდატს ჩაბარებული ჰქონდეს ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება საერთო სპეციალიზაციით;
** სასურველია არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
განაცხადის შეტანის პროცესი:
აპლიკანტებმა უნდა გააგზავნონ ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@transparency.ge
** რეზიუმე (CV);
** სამოტივაციო წერილი, სადაც თქვენ მოკლედ მიუთითებთ თქვენს კვალიფიკაციას და განმარტავთ, თუ რატომ ხართ დაინტერესებული "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" მუშაობით. სამოტივაციო წერილი უნდა შეიცავდეს მაქსიმუმ 450 სიტყვას;
** ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.
არასრულად შემოტანილი დოკუმენტები არ განიხილება. ასევე, გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ: "იურისტი - თბილისი".
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 15 ოქტომბერი. ორგანიზაცია მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება.
წყარო:jobs.ge