en
ge

გინეკოლოგი, ფსიქოლოგი

ქალთა საინიციატივო ჯგუფი „ყველაფერი შენი უფლებების შესახებ“, რომლის მიზანია სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინფორმირებულობის გაზრდა, თბილისსა და კახეთის რეგიონში აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგისა და გინეკოლოგის შესარჩევად.

შერჩეული პროფესიონალები შეიმუშავებენ სატრენინგო მოდულს, რომლის მიხედვითაც ჩაატარებენ შეხვედრებს თბილისსა და კახეთის რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ არასრულწლოვანთა მშობლებთან.

დაგეგმილი შეხვედრები ჩატარდება 2022 წლის სექტემბრიდან 2022 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში. შეხვედრის დღეები ჩაინიშნება შერჩეულ კანდიდატებთან შეთანხმებით.

წყარო: jobs.ge