GCSD აცხადებს კონკურსს - ტრენინგის ჩასატარებლად ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე.
კონკურსის მიზანია, შეარჩიოს ტრენერი ან ტრენერთა ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ტრენინგის ჩატარებას მართლწესრიგის ოფიცერისთვის ადამიანის უფლებათა თემატიკაზე.
ტრენინგ-პროგრამა უნდა შეესაბამებოდეს საპოლიციო საქმიანობის საჭიროებებსა და კანონით განსაზღვრული საქართველოს საპოლიციო საქმიანობის ძირითად პრინციპებს.
საწყის ეტაპზე, ტრენერმა უნდა უზრუნველყოს მართლწესრიგის ოფიცრების საჭიროებების შესწავლა.
ტრენერობის კანდიდატმა უნდა წარადგინოს:
კანდიდატის CV;
პორტფოლიო;
შესასრულებელი სამუშაოს ფასი და ვადები;
რეკომენდატორების საკონტაქტო ინფორმაცია;
ორი წინა დამკვეთის საკონტაქტო ინფორმაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს...
განაცხადების მიღების საბოლოო ვადაა 5 სექტემბერი.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში