CENN აცხადებს საგრანტო კონკურსს – ახალგაზრდები მდგრადი განვითარებისათვის.
საგრანტო პროგრამა მიზნად ისახავს, ტყის რესურსების მდგრადი გამოყენებისა და სოფლის განვითარების საკითხებზე ახალგაზრდების (განსაკუთრებით კი მოწყვლადი ჯგუფების – შშმ პირების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, იძულებით გადაადგილებული პირების, ეკომიგრანტების) ცნობიერების ამაღლებას, და, ამ მიმართულებებში მათი უშუალო მონაწილეობის ხელშეწყობას.
საგრანტო დაფინანსების რაოდენობა შეადგენს 6,000 ლარს.
პროექტის აქტივობები უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2022 წლის 10 ნოემბრისა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა არის 2022 წლის 11 სექტემბერი, 00:00 საათი.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შემდეგ ორგანიზაციებს:
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია და დეტალური სახელმძღვანელო იხილეთ აქ...
საგრანტო კონკურსი ხორციელდება CENN-ის მიერ, პროექტის – ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის – ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (Austrian Development Cooperation) ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში