"საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები" აცხადებს განაცხადების მიღებას პროფესიული პრაქტიკის პროგრამაზე. პროგრამა განკუთვნილია 25-დან 35 წლამდე საჯარო სექტორში მომუშავე პირებისთვის და ითვალისწინებს 5-კვირიან სტაჟირებას ამერიკის საკანონმდებლო ორგანოებში. პროგრამა სრულად ფინანსდება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2013 წლის 31 ოქტომბერი.
გამარჯვებული კანდიდატები ამერიკაში გაემგზავრებიან 2014 წლის აპრილში.
შეკითხვებით მიმართეთ: PFP.Georgia@amcouncils.ge
წყარო:jobs.ge