ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი გიწვევთ სამდღიან ახალგაზრდულ ტრენინგზე „გენდერული სტერეოტიპები და როლები”.
ტრენინგები ჩატარდება გურიის სამივე მუნიციპალიტეტში შემდეგი თანმიმდევრობით:
ჩოხატაური – 10,11,12 სექტემბერი
ლანჩხუთი – 13,14,15 სექტემბერი
ოზურგეთი – 16,17,18 სექტემბერი
ახალგაზრდულ ტრენინგებში მონაწილეობა შეუძლია გურიაში მცხოვრებ 12-18 წლამდე ახალგაზრდებს.
ტრენინგზე მიიღებთ ინფორმაციას გენდერული თანასწორობის, გენდერული როლებისა და სტერეოტიპების, ასევე პროექტების წერის შესახებ.
მონაწილეებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტრენინგებს, შესაძლებლობა მიეცემათ მიიღონ დაფინანსება (500 ევრო) ადგილობრივი ინიციატივებისა და პროექტების განსახორციელებლად, რაც გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ქალების ეკონომიკურ გაძლიერებასა და პოლიტიკურ მონაწილეობას შეუწყობს ხელს.
ახალგაზრდული ტრენინგები ხორციელდება „ქალების ძალა - ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF Georgia)“ ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში