en
ge

ქვიზების კონკურსი 2022 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის გამოსავლენად

მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ფაქტების გადამოწმების პორტალი „მითების დეტექტორი“ აცხადებენ ქვიზების კონკურსს 2022 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის გამოსავლენად.

კონკურსის მიზანია, ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების განვითარება და გაცნობიერებული მედიამოხმარების ხელშეწყობა. 

თუ გინდათ, რომ გაღიარონ 2022 წლის ყველაზე მედიაწიგნიერ ახალგაზრდად და ხართ 17-დან 28 წლამდე:

14 სექტემბრამდე დარეგისტრირდით ქვიზების კონკურსზე შემდეგ ბმულზე...

14 სექტემბერს დაელოდეთ კონკურსის მონაწილეობის ინსტრუქციას ელ.ფოსტაზე (არ დაგავიწყდეთ spam-ის შემოწმებაც) 

15 სექტემბერს 12:00 საათზე მონაწილეობა მიიღეთ ქვიზების კონკურსში, რომელიც დისტანციურად, ონლაინ გაიმართება;

უპასუხეთ შეკითხვებს და დაელოდეთ შედეგების გამოცხადებას.

კონკურსი საუკეთესო შედეგის მქონე 2 გამარჯვებულს გამოავლენს: 

2022 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა ანაზღაურებად, ერთთვიან სტაჟირებას „მითების დეტექტორის“ რედაქციაში გაივლის;

მე-2 გამარჯვებული კი - on.ge-ს რედაქციაში.

2022 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვება სპეციალურ საზეიმო ცერემონიალზე MDF-ის მედიაწიგნიერების ფორუმზე მოხდება.

კონკურსი საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით იმართება. კონკურსის საინფორმაციო მხარდამჭერია - ინტერნეტ პორტალი On.ge.

წყარო: mdfgeorgia.ge