კავშირი „საფარი“ იწყებს აპლიკაციების მიღებას ტრენინგში მონაწილეობისთვის, რომელიც ქალებისა და გოგონების მიმართ კიბერძალადობის სხვადასხვა ფორმებს დაეთმობა. ტრენინგის ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ ისეთ თემებს როგორებიცაა: გენდერული ძალადობის ფორმები, კიბერძალადობის ფორმები და მისი გამოვლინება, მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამართლებრივი დაცვა, სტრესის მართვა, კიბერუსაფრთხოება - პერსონალური მონაცემების დაცვა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა.
ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: უფლებადამცველებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სოციალურ მუშაკებს, ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის სპეციალისტებს, იურისტებს, IT სპეციალისტებს და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს.
წყარო: jobs.ge