en
ge

მედიაციის სფეროს ადგილობრივ ექსპერტთა რეესტრი

ინფორმაცია პროგრამის შესახებ

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა საქართველოში არის 5-წლიანი, 25 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI). EWMI აშშ-ში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით სამართლებრივი და სასამართლო სისტემის რეფორმების მხარდაჭერის დიდი გამოცდილება აქვს.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიზანია საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერება მართლმსაჯულების ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ხელშეწყობის, საზოგადოების ყველა ფენისთვის მართლმსაჯულებაზე უკეთესი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, და ზემოაღნიშნულ ინსტიტუტებზე მოქალაქეთა და ინსტიტუციური ზედამხედველობის გაძლიერების გზით. მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე მიმართული საქმიანობის ფარგლებში, პროგრამა მუშაობს მედიაციის, როგორ დავის ეფექტიანი გადაწყვეტის საშუალების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მისი გამოყენების ხელშეწყობაზე, ასევე იმ შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში სასამართლო მედიაციის გაფართოებას.

მიზანი:

პროგრამის მიზანია მედიაციის სფეროს ადგილობრივი ექსპერტების/ტრენერების რეესტრის შექმნა, რომლის საშუალებითაც გამარტივდება კონსულტანტების შერჩევა, დაქირავება და შეფასება დანართში მოცემული სამიზნე აქტივობებისთვის (სია შესაძლოა არ იყოს ამომწურავი):

განაცხადები უნდა გამოიგზავნოს მისამართზე info@ewmi.org არაუგვიანეს 2022 წლის 20 სექტემბრისა. განცხადებების გაკეთება უნდა მოხდეს ქართულად. წერილის საგანში მითითებული უნდა იყოს: მედიაციის სფეროს ადგილობრივ ექსპერტთა/ტრენერთა რეესტრი.

წყარო: jobs.ge