საქართველოს პროგრესული ფორუმი ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით იწყებს მონაწილეების შერჩევას პროგრესული იდეების სკოლის შემოდგომის ნაკადისათვის. ტრენინგი ჩატარდება 28-30 ოქტომბერს ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში.
მე-8 წელია საქართველოს პროგრესული ფორუმი ფრიდრიხ ებერტის ფონდთან ერთად ახორციელებს პროგრესული იდეების სკოლის პროექტს, რომელსაც 800-მდე მონაწილე (ალუმნი) ჰყავს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
პროგრესული იდეების სკოლა წარმოადგენს სოციალ-დემოკრატიული იდეების საბაზისო სასწავლო კურსს, რომლის მიზანია დაინტერესებულ ახალგაზრდებს მიაწოდოს ინფორმაცია და გაუზიაროს ცოდნა სოციალ-დემოკრატიისა და სხვა პოლიტიკური იდეოლოგიების, სოციალურ-ეკონომიკური თანასწორობის, ეკონომიკური პოლიტიკის, შრომის უფლებების, ფემინიზმის, მწვანე პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების შესახებ. სკოლის პროგრამა მოიცავს დისკუსიებს, ინტერაქციულ სავარჯიშოებსა და სიმულაციურ თამაშებს, რომლებიც მონაწილეებს ეხმარება უკეთ გაიაზრონ და გაითავისონ ტრენინგებზე მიღებული მასალა და ცოდნა. ტრენინგები დატვირთულია როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული ნაწილებით, რაც უზრუნველყოფს მონაწილეების მაქსიმალურ ჩართულობას და ინტერესს.
პროგრესული იდეების სკოლა შედგება სამი ძირითადი და ერთი არჩევითი მოდულისგან.
ძირითად მოდულებს წარმოადგენს:
სოციალ-დემოკრატიის ღირებულებები და სხვა პოლიტიკური იდეოლოგიები;
სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრინციპები;
სოციალ-დემოკრატიის ისტორია: საქართველო და მსოფლიო.
არჩევითი მოდულებია:
ფემინისტური პოლიტიკა;
შრომის პოლიტიკა;
მწვანე პოლიტიკა.
სკოლაში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ პროექტში მონაწილეობის სააპლიკაციო ფორმა.
წყარო: progressive.ge