en
ge

ტრენინგ-კურსი დისტანციური დასაქმების მსურველებისთვის

15 სექტემბრიდან იწყება მიღება ტრენინგ-კურსზე „როგორ გავხდე ფრილანსერი და დავსაქმდე დისტანციურად“.

  • თუ ხართ 16 წლის ან მეტის
  • ცხოვრობთ გურიაში, ქვემო ქართლსა ან კახეთში
  • გაქვთ კომპიუტერი და ინტერნეტი
  • ფლობთ ინგლისურს მინიმუმ A2 დონეზე

მაშინ, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა.

კურსი ჩატარდება ონლაინ და მასში მონაწილეობა შეგიძლიათ გურიიდან, ქვემო ქართლიდან და კახეთიდან.

კურსი მოიცავს:

  • დისტანციური დასაქმებისა და ფრილანსერობის დღეს არსებულ შესაძლებლობებს;
  • კონკრეტულ პროფესიებს, რომლებიც მაღალანაზღაურებადი და საინტერესოა ადგილობრივი და საერთაშორისო დამსაქმებლებისთვის;
  • პლატფორმებს, რომლებიც დაგეხმარებათ, გახდეთ წარმატებული ფრილანსერები;
  • პროგრამირებაში, გრაფიკულ დიზაინში, ქოფირაითინგში, ციფრულ მარკეტინგსა და სოციალური მედიის მენეჯმენტში დასაქმების გზებსა და მათი შესწავლის საშუალებებს;
  • დროის პროდუქტიულად მართვასა და საქმიან კომუნიკაციას.

კურსი სრულად დაფინანსებულია.

გაიგეთ მეტი დეტალი და გაიარეთ რეგისტრაცია აქ...

კურსი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CSRDG-ს მიერ, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი "Young Pedagogues' Union" -თან და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია-საგა -თან ერთად.

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში