თუ ხართ საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ან სამოქალაქო აქტივისტი და გსურთ განივითაროთ საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარები, უკეთ მოიზიდოთ მხარდამჭერები და ჩაატაროთ ქრაუდფანდინგის კამპანიები, მაშინ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს თქვენთვის კარგი სიახლე აქვს.
ორგანიზაციამ დაიწყო მიღება ტრენინგების ახალ ეტაპზე „საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარების გაუმჯობესება ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით“.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე...
რეგისტრაციის ვადაა 20 სექტემბერი, 18:00 საათი.
ტრენინგი ტარდება CSRDG-ის ორგანიზებით, პროექტის 'სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის' ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში