en
ge

საშემოდგომო კურსები

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: პირველი ნაბიჯი საქართველო
  • დაწყების თარიღი: 03.10.2013
  • ბოლო ვადა: 20.10.2013
  • ბმული: http://www.jobs.ge/63708/
"პირველი ნაბიჯი საქართველო" აცხადებს საშემოდგომო სატრენინგო კურსებს - "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მუშაობისთვის საჭირო ცოდნა და უნარები".
ტრენინგში მონაწილების მიღება შეუძლიათ:
ყველა დაინტერესებულ პირს, რომელთაც აინტერესებთ სფეროს თავისებურებები, ახლა იწყებენ ამ სფეროში მუშაობას ან მუშაობენ და თვლიან რომ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია, მშობლებს, მასწავლებლებს, ფსიქოლოგიის, სოციალური სამუშაოს და სხვა მონათესავე პროფესიის მქონე სტუდენტებს.
ტრენინგის თემატიკა:
** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი უფლებები;
** სოციალური და სამედიცინო მოდელი;
** შეზღუდული შესაძლებლობის პირებთან მუშაობის ძირითადი ღირებულებები და პრინციპები;
** აღზრდის პრინციპები;
** ძალადობის ნიშნები და რეაგირება;
** კომუნიკაციის თავისებურებები;
** განვითარების ეტაპები და განვითარების დარღვევები, სოციალური მიდგომა;
** ეპილეფსია;
** ცერებრული დამბლა;
** დაუნის სინდრომი;
** გონებრივი განვითარების შეფერხება;
** აუტიზმი;
** ფენილკეტონურია;
** ჰიპერაქტიურობა; ყურადღების დეფიციტი;
** რა არის რთული ქცევა, ზოგადი მიდგომები.
რეგისტრაცია წარმოებს 20 ოქტომბრამდე!
რეგისტრაციისათვის გამოაგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე: t.zaalishvli@firststepgeorgia.org | ztamuna@yahoo.com
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ:
"პირველი ნაბიჯი საქართველო"
თამუნა ზაალიშვილი - 568117688
ორშაბათი - პარასკევი. 10.00 - 18.00
ტრენინგზე დასწრების პასუხს მიიღებთ ელექტრონული ფოსტით.
ტრენინგი არის 4 დღიანი - ჩატარდება შაბათ-კვირას
ერთი ტრენინგ დღე - 20 ლარი
პირველი 2 დღე - 26 და 27 ოქტომბერი
შემდეგი 2 დღე ჯგუფთან შეთანხმებით
ტრენინგის დასაწყისი - 11.00
ტრენინგის დასასრული - 16.00.
მისამართი: დიღმის მასივი; ლუბლიანას 21ბ; ჟვანიას სახელობის კლინკის ტერიტორიაზე შემოხვალთ თუ არა მარჯვნივ და პირდაპირ, მწვანე ჭიშკარია და კოტეჯები, პირველ კოტეჯში, პირველ სართულზე.
ტრენინგის ბოლოს ჩატარდება ტესტირება, მონაწილეები გაივლიან 1 დღიან პრაქტიკას "პირველი ნაბიჯის" დღის ცენტრში, ამის შემდეგ წარმატებული მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.
წყარო: jobs.ge