en
ge

საოფისე პროგრამების შემსწავლელი კურსი

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) და „ელექტრონული აკადემია“ გთავაზობთ საოფისე პროგრამების შემსწავლელ ონლაინ კურსს, რომელიც განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ გაიუმჯობესონ Word/PowerPoint/Excel-ში მუშაობის უნარები.

კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ელ-ფოსტის (Gmail) სრულყოფილად გამოყენება;

Excel-ში დოკუმენტის შექმნა,მისი ფუნქციები, მოცულობით ცხრილებზე მუშაობა და ა.შ.

Word-ში დოკუმენტის შექმნა, ტექსტების რედაქტირება, ცხრილების შექმნა, ძებნა, შეცვლა, სტილების გამოყენება და ა.შ.

PowerPoint-ში დოკუმენტის შექმნა, სლაიდების განლაგება, სექციებად დაყოფა, სლაიდების ელემენტების ანიმაცია და ა.შ.

შეავსეთ განაცხადი 20 სექტემბრამდე ბმულზე...

პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ მიზანია ადგილობრივი ადამიანური კაპიტალის განვითარება და შენარჩუნება გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის. პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის (CSRDG) ლიდერობით, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან ერთად.

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში