en
ge

პირველი რეგიონული მწვანე ბანაკი

ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN, სომხეთსა და საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, პირველ რეგიონულ მწვანე ბანაკს უმასპინძლებს.

რეგიონული მწვანე ბანაკის მიზანია, გააძლიეროს თანამშრომლობა საქართველოსა და სომხეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის, აამაღლოს მათი ცნობიერება კლიმატის ცვლილების, გარემოსდაცვითი გამოწვევებისა და ცირკულარული გადაწყვეტების შესახებ, ასევე, სოციალური მეწარმეობის შესახებ ცოდნის გაზიარების გზით, ხელი შეუწყოს მწვანე ზრდას ორივე ქვეყანაში.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-29 წლამდე ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებიც ცხოვრობენ გორის, ნინოწმინდისა და ახმეტის მუნიციპალიტეტში.

ბანაკი ჩატარდება ინგლისურ ენაზე, შესაბამისად, აპლიკანტისთვის სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა. (მინიმალური მოთხოვნა -  B1 დონე)

რეგიონული ბანაკი ჩატარდება 3 ეტაპად, საქართველოში, ბულაჩაურის მწვანე ცენტრში. თითოეული ნაკადისთვის კი შეირჩევა 30 მონაწილე. 

თარიღები:

13-23 ოქტომბერი, 2022 წელი;

1-10 ნოემბერი, 2022 წელი;

1-10 დეკემბერი, 2022 წელი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 21 სექტემბერი

სააპლიკაციო ფორმა...

მწვანე ბანაკი ორგანიზებულია ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის საზღვრისპირა რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც  ახორციელებენ CENN, Green Lane NGO (სომხეთი) და KRDF(საქართველო).

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში