en
ge

დასუფთავების მსოფლიო დღე

17 სექტემბერს, CENN, ევროკავშირისა (EU) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით, უერთდება გლობალურ კამპანიას #letsdoitworld.

დასუფთავების მსოფლიო დღე www.worldcleanupday.org აერთიანებს მილიონობით მოხალისეს, 191 ქვეყნის მთავრობებსა და ორგანიზაციებს, რომ ერთად გაუმკლავდნენ ნარჩენებით დაბინძურების გლობალურ პრობლემას და შექმნან ახალი, მდგრადი სამყარო.

გსურთ გახდეთ ამ პროცესის ნაწილი და შეუერთდეთ მსოფლიოს მილიონობით მოხალისეს? შეუერთდით დასუფთავების აქციას თბილისში.

აქცია გაიმართება 17 სექტემბერს, 12:00 საათიდან.

მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე...

რეგისტრაციის ბოლო ვადაა - 15 სექტემბერი, 00:00.

თბილისში წინასწარ შერჩეული დასასუფთავებელი ტერიტორიის ადგილმდებარეობა იხილეთ აქ...

შემოგვიერთდით, ჩვენ მხოლოდ ერთი სახლი გვაქვს, ერთად დავიცვათ ის.

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში