"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) აცხადებს ვაკანსიას საარჩევნო ექსპერტის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემების კვლევა, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეების აღწერა, შედარებითი ანალიზი;
** რეკომენდაციების შემუშავება საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემის შესახებ;
** ორგანიზაციისათვის საინტერესო სხვა სამართლებრივ საკითხებზე კვლევების წარმოება და შედარებითი ანალიზის გაკეთება.
კვალიფიკაცია და სავალდებულო მოთხოვნები:
** სამართლებრივ საკითხებზე კვლევების და შედარებითი ანალიზის გაკეთების გამოცდილება;
** ინტერესი საარჩევნო, საკონსტიტუციო და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მიმართ;
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია).
სამუშაოს ხანგრძლივობა: 2013 წლის 31 დეკემბრამდე, შესაძლებელია გაგრძელდეს სამუშაოს შესრულების ხარისხიდან და საჭიროებიდან გამომდინარე.
სამუშაოს პირობები:
** შესაძლებელია დისტანციურად მუშაობა.
** ანაზღაურების საერთო რაოდენობა შეადგენს 2550 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ: 1) რეზიუმე (CV), 2) სამოტივაციო წერილი 3) თქვენ მიერ შექმნილი ანალიტიკური ნაშრომის ნიმუში (მაქსიმუმ 2 გვერდი).
საბუთები მიიღება ელექტრონული ფოსტით მისამართზე: t.kirvalidze@isfed.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 15 ოქტომბერი.
შენიშვნა: არასრული განაცხადები არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
ორგანიზაციის შესახებ:
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" მიუკერძოებელი, არასამთავრობო, არაპარტიული ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წლიდან ფუნქციონირებს. ორგანიზაციის საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებებია: დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, დემოკრატიული ღირებულებებისა და სამოქალაქო აზროვნების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობა და თანაბარი საარჩევნო გარემოსთვის ზრუნვა, ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარება, მედიის თავისუფლებისა და პლურალისტური მედია გარემოს ხელშეწყობა, მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის დიალოგის მხარდაჭერა.
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" უზრუნველყოფს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობას განურჩევლად კანდიდატის ეროვნების, ეთნიკური წარმომავლობის, რასის, კანის ფერის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობისა.
წყარო:jobs.ge