en
ge

კონკურსი 10 პარტნიორი სკოლის შესარჩევად

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ფონდის „ამერიკული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) დაფინანსებული პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს აჭარის რეგიონში, 10 პარტნიორი საჯარო სკოლის  შესარჩევად. 

სკოლები შეირჩევა 5 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე: ხულოში, შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში. თითოეული მუნიციპალიტეტიდან 2. 

შერჩეული სკოლის ბაზაზე შეიქმნება ან/და გაძლიერდება მოქმედი სამოქალაქო კლუბი, რომლის წევრი მოსწავლეები და პედაგოგები ერთი წლის განმავლობაში ორგანიზაციიდან მიიღებენ სხვადასხვა ფინანსურ მხარდაჭერას, თავიანთი იდეების განსახორციელებლად.  

კლუბის წევრებს ასევე ჩაუტარდებათ 3-თვიანი ონლაინ-სწავლება სხვადასხვა თემებსა და  საკითხებზე, მათ შორის ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან მიმართულებებზე და მედია მასალების მომზადებაზე, საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლებისთვის. 

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ბმულზე...

მისი შევსება შეუძლია სკოლის წარმომადგენელს: დირექტორს ან სამოქალაქო განათლების  პედაგოგს;

შერჩევის კრიტერიუმები მოიცავს:

აპლიკაციების გადარჩევას;

გასაუბრებას;

სკოლაში ვიზიტს.

დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით 20 სექტემბერს 16:00 საათზე, Zoom პლატფორმაზე გაიმართება პრეზენტაცია, სადაც განმახორციელებლი გუნდი უპასუხებს კითხვებს. 

შეხვედრის ბმული...

საკონტაქტო:

593 30 71 55

557 99 33 32

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში