ევროპის ფონდი აგრძელებს სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების ძალისხმევის მხარდაჭერას, საქართველოში ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და საჭიროებაზე დაფუძნებული საჯარო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობისათვის. ამ მიზნით, ფონდი ახორციელებს ინიციატივას - საგამოძიებო ჟურნალისტიკის მხარდაჭერა ცვლილებებისათვის. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ევროპის ფონდი იწვევს ჟურნალისტებს და ბლოგერებს საგამოძიებო ჟურნალისტიკის და ციფრული უსაფრთხოების ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად. ტრენინგი ჩატარდება 24-26 ოქტომბერს, თბილისში. მონაწილეები გაეცნობიან ისეთ საკითხებს როგორიცაა წყაროების მოძიებისა და ინტერვიუების ჩატარების ეფექტური ტექნიკა, მონაცემების მოძიება საქართველოს ფარგლებს გარეთ, სოციალური მედიისა და ვიზუალის გაშუქების ინსტრუმენტად გამოყენება, გამოძიების პრეზენტაცია, კონფიდენციალური წყაროების და მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაცვა და უსაფრთხო კომუნიკაცია.
წყარო: epfound.ge