en
ge

ტრენინგი ლგბტ საკითხებში ჟურნალისტებისთვის

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: იდენტობა
  • დაწყების თარიღი: 03.10.2013
  • ბოლო ვადა: 10.10.2013
  • ბმული: http://www.jobs.ge/63738/
"იდენტობა" მოქმედ და მომავალ ჟურნალისტებს, განსაკუთრებით სტუდენტებს, 2013 წლის 12 ოქტომბერს უფასო ტრეინინგს სთავაზობს ლგბტ საკითხებში. ტრენინგში მონაწილეობა საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის ჟურნალისტიკის შესწავლით დაინტერესებულ სტუდენტს ან მოქმედ ჟურნალისტს შეუძლია.
ტრენინგი ჟურნალისტიკის სტუდენტებს პროფესიული თვალსაწიერის გაფართოვების საუკეთესო შესაძლებლობას მისცემს, ტრენინგის განმავლობაში სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ:
** საბაზისო ინფორმაციას იდენტობის, ლგბტ სექსუალობის და გენდერული მრავალფეროვნების შესახებ;
** ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს ლგბტ საკითხებთან მიმართებაში;
** ლგბტ საკითხების კორექტულად გაშუქების პრინციპებს;
** ლგბტ ადამიანთა მიმართ მგრძნობიარე ენას
** სიძულვილის ენის გამორიცხვის მეთოდებს;
** ინტერნალიზებული ჰომოფობიის, იძულებითი ქამინგ აუთის, ბულინგისა და სტერეოტიპების ურთიერთმიმართების პრობლემას;
დამატებითი აქტივობები:
ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ექნებათ 2013-2014 წლის საგაზაფხულო სემესტრში დაგეგმილ რიგით მეორე ეროვნულ ლგბტ სტუდენტურ კონფერენციაშიც მიიღონ მონაწილეობა, შექმნან ნაშრომები ლგბტ თემებზე და კვლევითი სტიპენდია მიიღონ.
არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობა" საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის მხარდაჭერით საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, რომლის მიზანი ქართველ სტუდენტებში ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) საკითხებისადმი მგრძნობელობის ამაღლებაა.
დაინტერესებულ პირებს საგანაცხადო ფორმის შევსება 2013 წლის 10 ოქტომბრამდე შეუძლიათ.
დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ბმულს: http://identoba.com/2013/10/03/demcom1/
წყარო:jobs.ge