en
ge

ვაკანსია პროექტის მონიტორინგისა და შემფასებლის თანამდებობაზე

პოზიციის შესახებ:
არასამთავრობო ორგანიზაცია ”ქალთა საინფორმაციო ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას პროექტის მონიტორინგისა და შემფასებლის თანამდებობაზე. პროექტი მიზნად ისახავს თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და გალში მცხოვრები დევნილი, კონფლიქტით დაზარალებული და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ქალების ეკონომიკური სტატუსის გაუმჯობესებას და მათ აქტიურ ჩართვას მშვიდობის მშენებლობის პროცესში. პროექტი ხორციელდება ხუთი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ.
ძირითადი მოვალეობები:
• პროექტის განვითარების სტრატეგიული გეგმის განხორციელების მონიტორინგი და შეფასება
• პროექტში ჩართული არასამთვრობო ორგანიზაციების საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება
• პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შეფასება და მონიტორინგი
• კვარტალური, წლიური და საბოლოო ანგარიშების მომზადება და წარდგენა პროექტის ხელმძღვანელისთვის, პროექტის მენეჯერისა და ფინანსური მენეჯერისთვის
• შეხვედრების, ტრენინგებისა და სემინარების დაგეგმვა, მონიტორინგი და შეფასება
• საკოორდინაციო შეხვედრებში მონაწილეობა
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება (სასურველია, მაგისტრის ხარისხი) გენდერში, სოციალურ მეცნიერებებში, საერთაშორისო ურთიერთობებში ან სამართალში
• მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული პროექტების მართვის მიმართულებით
• გენდერული საკითხების ცოდნა
• მონიტორინგისა და შეფასების ძლიერი უნარ-ჩვევები
• ანგარიშის დაწერის ძლიერი უნარ-ჩვევები
• ქალთა პოლიტიკური ჩართულობის სფეროში ცოდნა და/ან გამცდილება
• ეკონომიკური გაძლიერების კუთხით ცონა ან/და გამოცდილება
• ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
• საქართველოს რეგიონებსა და საზღვარგარეთ მოგზაურობის შესაძლებლობა
საჭირო დოკუმენტაცია:
• ავტობიოგრაფია (CV)
• სამოტივაციო წერილი (500-დან 1000 სიტყვამდე)
• უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი
• ორი რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია
დაინტერესებულმა პირებმა ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ოფისში 2013 წლის 14 ოქტომბრამდე. არასრულად წარმოდგენილი და ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი საბუთები არ განიხილება. მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.
მისამართი:
ქალთა საინფორმაციო ცენტრი
წინამძღვრიშვილის 40, თბილისი 0102
ტელეფონი: +995 32 2952934
წყარო: პორტალი GINSC