en
ge

სტაჟირების პროგრამა

სათემო განვითარების პლატფორმა (CDP) აცხადებს სტაჟირების პროგრამას ფსიქოთერაპიული ჯგუფის წამყვანის თანაშემწის პოზიციაზე.

ა(ა)იპ „სათემო განვითარების პლატფორმა“ აცხადებს სტაჟირებას ფსიქოლოგებისა და ფსიქოლოგიის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, მათთვის ვისაც სურვილი აქვს უშუალოდ მუშაობის პროცესში გაეცნოს ჯგუფური ფსიქოთერაპიული მუშაობის მეთოდებს და მიიღოს ჯგუფის მართვის პრაქტიკული გამოცდილება უშუალოდ ჯგუფში მუშაობის  პროცესში.

ფსიქოთერაპიული ჯგუფის წამყვანის თანაშემწის ფუნქცია-მოვალეობები:

  • კვირაში ერთხელ ფსიქოთერაპიული ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მიღება და ჯგუფის წამყვანი ფსიქოთერაპევტის ასისტირება პროცესში;
  • ორგანიზაციის სოციალური გვერდებისთვის თემატური პოსტების მომზადება და განთვსება;
  • ორგანიზაციის სოციალური გვერდების მართვაში მონაწილეობის მიღება.

მოთხოვნები:

ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში;

  • წერისა და კრეატიული კონტენტის შექმნის უნარი;
  • მაღალი მოტივაცია ფსიქოთერაპიულ ჯგუფში მუშაობის თვალსაზრისით; 
  • თავისუფალი დრო.

სტაჟირების ხანგრძლივობა - მაქსიმუმ 6 თვე 

არაანაზღაურებადი;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გაგზავნოთ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი, თუ რატომ გსურთ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office.cdpg@gmail.com 

შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება ონლაინ გასაუბრება zoom პლატფორმის მეშვეობით.