"საქართველოს კარიტასმა", განათლების განვითარების პროგრამის ფარგლებში, გახსნა კრეატიული ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრი ქალაქ თბილისში, სადაც 12-21 წლამდე ახალგაზრდები ეუფლებიან თანამედროვე პროფესიებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს...
კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი აახლებს სტუდენტების მიღებას 17 ოქტომბრიდან და გთავაზობთ შემდეგ კურსებს:
- ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზისები: ინტერნეტი, პროგრამული და კომპიუტერული ინჟინერია. სტუდენტები მიიღებენ ღირებულ ცოდნას ინტერნეტის ეფექტურად გამოყენების შესახებ, ასევე ყველა იმ საბაზისო ცოდნას, რაც ტექნოლოგიების სფეროში ორიენტაციისთვისაა საჭირო.კურსი განკუთვნილია იმ სტუდენტებისთვის, ვისაც არ ჰქონია კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება და გულისხმობს შემდეგი საბაზისო პროგრამების მიმოხილვას: Windows, Office, ინტერნეტ ბრაუზერები და სხვადასხვა ონლაინ პლატფორმები, Google Drive, Docs, Meet და ა.შ. ასევე მოიცავს ინტერნეტ უსაფრთხოების საკითხებს.
- თამაშების პროგრამირება: თამაშები და ანიმაცია. თამაშების პროგრამირების კურსზე, სტუდენტები შექმნიან მულტიმედია პროექტებს, რომელიც მიმართული იქნება მომხმარებელთა სხვადასხვა საჭიროებებსა და მათი პრობლემების მოგვარებაზე.კურსის შესწავლის დროს სტუდენტები იმუშავებენ Unity-ში, Visual Studio-ში დაწერენ კოდებს C# ენაზე.
- გრაფიკული დიზაინი: სტუდენტები შეისწავლიან გრაფიკულ დიზაინს, ტიპოგრაფიის, ფოტოგრაფიისა და ილუსტრაციის გამოყენებით. გრაფიკული დიზაინის კურსი მოიცავს ისეთ პროგრამებს, როგორიცაა: Photoshop, Illustrator, UX/UI Design.
- ვებ - პროგრამირება: კურსის ფარგლებში, სტუდენტები ისწავლიან კოდირებას, ვებ-გვერდების შექმნას და მათ მართვას. კურსის სხვადასხვა დონეებზე, შესაძლებელი იქნება HTML, CSS, JavaScript, Python-ის შესწავლა.
თითოეული კურსის ხანგრძლივობა 3 თვეა, კვირაში - 2 გაკვეთილი (4 საათი).
სწავლა მიმდინარეობს ქალაქ თბილისში, კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრში, ოფლაინ რეჟიმში.
რეგისტრაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს...
წყარო: jobs.ge