2022 წლის 28-29 ოქტომბერს ასოციაცია "HERA XXI" ესტონეთის სექსუალური ჯანმრთელობის ასოციაცია „Eesti Seksuaaltervise" თანამშრომლობის ფარგლებში მართავს ტრენინგს ოჯახის/სოფლის მოქმედი ექიმებისთვის.
ტრენინგის მიზანია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების - ოჯახის/სოფლის ექიმების ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაძლიერება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებისა და პროგრამების შესახებ და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა - როგორ ჩავატაროთ უკეთესი კონსულტაცია ახალგაზრდებისთვის?
ტრენინგს წარუძღვებიან ესტონეთიდან მოწვეული ექსპერტ-ტრენერები.
ტრენინგი გაიმართება სასტუმრო "სევსამორაში". მონაწილეთა ტრანსპორტირებასა და განთავსებას უზრუნველყოფს ასოციაცია "ჰერა XXI".
დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში